რეზონანსი
18.10.2018

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის უმცროსი ჯორჯ ბუშის ქალიშვილმა ჯენამ ტელეარხ "ენბისი"-ზე თქვა, რომ თეთრ სახლში მოჩვენებები ბინადრობენ. ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი ამბობს, რომ ერთ საღამოს ერთ-ერთ ოთახში, რომელშიც მას დასთან, ბარბარასთან ერთად ეძინა, ბუხრიდან 1920-იანი წლების მუსიკის ხმები გაისმა. რამდენიმე კვირაში იგივე განმეორდა, თუმცა ამჯერად ბუხრიდან უკვე საოპერო არიები ისმოდა.

ჯენა და ბარბარა ბუშები 1981 წელს დაიბადნენ. როცა უმცროსი ჯორჯ ბუში პრეზიდენტი გახდა, დები მაშინ 19 წლის იყვნენ. 

2001 წელს ჯენა ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტში დააკავეს, მას 21 წლამდე მიუღწეველი პირების მიერ ალკოჰოლის შენახვის წესების დარღვევა დასდეს ბრალად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×