რეზონანსი
18.10.2018

 თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის თქმით, დედაქალაქს უახლოეს მომავალში 90 ავტობუსი დაემატება, 220 ავტობუსის შესყიდვაზე კი ტენდერი გამოცხადდება.

„2019 წლის ბოლომდე გვეყოლება სრულად განახლებული ავტობუსების პარკი, ხოლო 900-მდე ავტობუსი 2020 წლის მეორე კვარტლამდე. თუ მიკროავტობუსების ნაწილში განახლება არ მოხდა, თუ მათ კომფორტი ვერ შესთავაზეს მოსახლეობას, ეს 900 ერთეულიც შესაძლოა გაიზარდოს. შედარება რომ გავაკეთოთ, 8-მეტრიანი ავტობუსი, დაახლოებით, 2 მეტრით არის მიკროავტობუსზე გრძელი. ვგეგმავთ მათ შემოყვანასაც.

220 ავტობუსზე ახლა მალე გამოვაცხადებთ ტენდერს. დაგეგმილია კვლევა, რა რაოდენობის ავტობუსები იქნება დედაქალაქისთვის ოპტიმალური, ეკონომიური და მომგებიანი ხალხის გადაყვანისთვის და ამის შესაბამისად გადავწყვეტთ 10-მეტრიან და 12-მეტრიან ავტობუსების შემოყვანის საკითხს“, - განაცხადა მუმლაძემ "კვირას" პრესკლუბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×