რეზონანსი
18.10.2018

 ყაზახურმა მხარემ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ გაყიდვის ღირებულება დაასახელა აქტივი, რომელშიც „ყაზტრანსგაზის“ განცხადებით 160 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადეს, 40 მლნ დოლარად გასხვისდა. „ნაციონალური კომპანიის ტოპ-მენეჯერებმა სახელმწიფოს ოთხმაგი ზარალი მოუტანეს“ - წერს ყაზახური მედია.

40 მლნ დოლარად „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ „სიბიეს ჯგუფმა“ ოფშორში რეგისტრირებული შვილობილის "ვოლთბეის" მეშვეობით იყიდა.

ყაზახი ინვესტორების გასვლას წინ  „ყაზტრანსგაზის“ და  საქართველოს მთავრობას შორის არსებული საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულება უძღოდა.  ინვესტორი   187 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა.

მორიგების დროს, მთავრობამ კომპანიას არსებული დავალიანება ჩამოაწერა, თავის მხრივ ინვესტორმაც გაათავისუფლა  "ყაზტრანსგაზ-თბილისი" დედა-კომპანიის წინაშე არსებული დავალიანებისგან.  

"ჯიბისის" ცნობით, 2006 წელს „თბილიგაზი“ ყაზახმა ინვესტორებმა 12.5 მლნ დოლარად შეიძინეს და საბოლოოდ, ამ აქტივში,  160 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადეს. თუმცა,  საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი დავალიანების გამო 2009 წლიდან კომპანიას სპეცმმართველი მართავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×