(რეზონანსი) „ქართული ოცნების" კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ამის შესახებ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების" შიდა კვლევების შედეგად, მეორე ადგილს 19%-იანი მაჩვნებლით გრიგოლ ვაშაძე, მესამე ადგილს კი 17%-ით დავით ბაქრაძე იკავებს, ხოლო სხვა პარტიებს 11%-იანი მაჩვენებელი აქვთ.
"კვლევების თანახმად, ე.წ. „ა" ლოკაციის გარეშე, გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან, შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ გეგმავენ არჩევნებში მონაწილეობას, საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქირდა: სალომე ზურაბიშვილი 27%, გრიგოლ ვაშაძე 10%, დავით ბაქრაძე 9%, სხვა კანდიდატები 6%. არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას - 48%. ე.წ. „ა" ლოკაციის მიხედვით კი, შემდეგნაირია - სალომე ზურაბიშვილი 53%, გრიგოლ ვაშაძე 19%, დავით ბაქრაძე 17%, სხვა კანდიდატები 11%", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.