რეზონანსი
18.10.2018

 (რეზონანსი) როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს.

"როდესაც დაასახელებთ, რომ რომელიმე პროდუქტი გაძვირდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ამავე დროს არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელიც გაიაფდა. აქედან გამომდინარე, ფასების დონე არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება კალათით. აქედან გამომდინარე, არ არის სწორი, რომ ერთი ან ორი პროდუქტის ფასის ცვლილების მაგალითზე ხდება დასკვნა, რომ ინფლაცია გაიზარდა. საქართველოში ინფლაცია არ არის მაღალი და ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი გააჩნია ეს აკონტროლოს",- განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2017 წლის ბოლოსთან შედარებით სავაჭრო პარტნიორებთან ლარის კურსი გამყარებულია 9%-ით. მისი თქმით, როგორც წესი ექსპერტები და ჟურნალისტები ასახელებენ გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, რაც არასწორია.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×