მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც მირზა სუბელიანთან ციხეში ჩაწერილ სკანდალურ ჩანაწერებში ფიგურირებს, პრაქტიკულად ადასტურებს ჩანაწერების ავთენტიკურობას. ის ეჭვქვეშ არ აყენებს, ჩანაწერების შინაარსს და ინტერესდება მხოლოდ იმით, რომ საკანში შესული პარლამენტარის ჩაწერა მოხდა. დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერები ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებმა" გააკეთეს.
„აი, ესენი წერენ და ამათმა იციან რა სიბინძურეებში გახვიეს მთელი ქვეყანა. ეს არის მათი მეთოდი, მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებთ თქვენი ბინძური მეთოდებით და ჩაწერებით. აღარავის არ სჯერა თქვენი ჩაწერების.
გაინტერესებთ რამდენჯერ შევედი? 5-ჯერ თუ 6-ჯერ შევედი. კიდევ მოითხოვენ ჩემს შესვლას კიდევ შევალ. არა მარტო მირზა სუბელიანთან, ნებისმიერი სვანთან. რა მნიშვნელობა აქვს, ვინც მოითხოვს ჩემს შესვლას საპყრობილეში იმასთან შევალ. არ მაქვს ამის პრობლემა.
მისი მოთხოვნით შევდიოდი თვითონ მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნით შევდიოდი და გიმეორებთ, მე 14-შიც შევედი, კვირას. იმიტომ, რომ მქონდა ინფორმაცია, რომ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში. თქვენ უნდა კითხულობდეთ იმას, რომ როგორ მოხდა რომ პარლამენტის წევრი შევიდა საპყრობილეში პატიმართან და ეს არის ჩაწერილი. მაგრამ თქვენ ეძებთ სენსაციას. ეგ არის სენსაცია, რომ ვინ ჩაწერა პარლამენტარის საუბარი პატიმართან,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.