რეზონანსი
18.10.2018

არჩილ თალაკვაძე მესტიაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  ეს  არის არჩევნები, როდესაც საქართველომ უნდა აირჩიოს ადამიანი, ვინც იქნება ამ ქვეყნის მთავარი ელჩი, ვინც შინ და გარეთ საქართველოს სახელით დაელაპარაკება ყველას - ვისაც ესმის ევროპის ენა, ვისაც ესმის ამერიკის ენა და ვინც იცის რა ხდება მსოფლიოში. 

"ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ  უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა უკან, წარსულში  დაბრუნება.

მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ მაგიდასთან დაუძახოს ყველა მხარეს, დაუძახოს პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, შეხვდეს საზოგადოებას და ამ ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაამუშაოს. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე და ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში  მიღებულია - ასეთია სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი!" - აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×