რეზონანსი
18.10.2018

 (რეზონანსი) პროკურატურა მალხაზ კობაურს ამ დროისათვის ლორა სმიტის გაუპატიურებას არ ედავება, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ლორა სმიტი, ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლორა სმიტის უკანა ტანში აღმოჩნდა კობაურის სპერმა, ეს მტკიცებულება არის საქმეში, თუმცა გვჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა. რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და ახლო მომავალში შედეგიც იქნება. ის თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ლორა სმიტი, ამაზე ჯერჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვითარებები დადგენილია და ამის თაობაზე მალე გეცოდინებათ პასუხები. ჯერჯერობით მალხაზ კობაურს ლორა სმიტის გაუპატიურებაში არ ვედავებით. ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, თუმცა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, იმ გარემოებებზე თუ როგორ აღმოჩნდა ეს სპერმა ლორა სმიტის სხეულში.

"გარდაცვლილს ეტყობოდა ძალადობის კვალი. განვმარტავ, რომ ამ საქმეში გარდა მალხაზ კობაურისა, სხვა პიროვნება არ იკვეთება, რაც შეეხება ლორა სმიტის ნაწილს, ბრალდება დღეის მდგომარეობით კვლავ პირვანდელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მალხაზ კობაურს არ ჩაუდენია დანაშაული. მტკიცებულებები არსებობს, თუმცა საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×