რეზონანსი
18.10.2018

 (რეზონანსი) დედაქალაქში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე ასეული ერთეული გაჩერებულია, რისი მიზეზიც ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაა. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ "კვირას" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, იმის გამო რომ ტესტირება ვერ გაიარეს, მიკროავტობუსების 200-მდე ერთეული და ავტობუსების 100-მდე ერთეულია გაჩერებული.

ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, ამ ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს, რათა მათ ტესტირების გავლა შეძლონ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×