რეზონანსი
18.10.2018

 გუშინ „რუსთავი 2“-მა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც კვლავ გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. დიალოგი კვლავ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანსა და უმრავლესობის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მიმდინარეობს.

სუბელიანი ახალ ჩანაწერშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს და ახსენებს სასჯელაღსრულების მინისტრს კახი კახიშვილს. მისი თქმით, აქვს კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები ფარული ჩანაწერის სახით, რომელიც 2013 წელს არის გაკეთებული და სწორედ ამ ჩანაწერის გავრცელებით დაემუქრა ის მინისტრს იმ შემთხვევაში თუ შესაბამის პირობებს არ დასთანხმდებოდა.

კახი კახიშვილი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. იგი ახალ ფარულ ჩაანწერზე საუბრისგან თავს იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×