რეზონანსი
18.10.2018

 ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებზე და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

"მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ბადრი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა! ყოველთვის იკეთებდა გამოკლევებს და მას არც გული, არც არაფერი აწუხებდა...

ნიკა გვარამიამ საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევიაო… ამ მთავრობას რა ვუთხარი, ნიკა გვარამიას და მაგნაირებს საერთოდ რომ ხმას აღებინებს... კანონმა თუ არ იკანონა და არ დაისაჯა ის, ვინც დასასჯელია, ყოველთვის ასეთი ვითარება გვექნება! საწყალი ეს ბიძინა ივანიშვილი რომ არ იყოს, საერთოდ რა ეშველებოდათ?! თვითონ რაღაცას გამოაქვეყნებენ და ის სწორია და თუ რამე არ მოეწონათ, მერე ყველა, ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერს ხელს! არ ვიცი რა ნერვები უძლებს რეაქცია რომ არ აქვს ამათ გამოხტომებზე!" - აცხადებს გაფრინდაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×