რეზონანსი
17.10.2018

 ლალი მოროშკინამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა. მიზეზად ლალი ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ზაკის უცენზურო ფრაზასა და ძაბვის ვარდნას ასახელებს. „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ცერიაშვილი ამბობს, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია და ძაბვის ვარდნა არაფერ შუაშია:

"ძაბვის ვარდნა ხდება, ეს ტექნიკური საკითხია. თან ეს ლალის არ ეხებოდა. ეს ინციდენტი მინუსი არ მგონია ყოფილიყო კონკრეტული წყვილისთვის. პირიქით, მდგომარეობიდან მალე გამოვიდნენ და თავიდან იცეკვეს.

პროექტის დატოვების საკითხები თანხმდება ფორმატის მფლობელთან. შოუს თავისი წესები აქვს და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ლალიმ ნამდვილად მიიღო გადაწყვეტილება, ეს პროექტის მესვეურებთან უნდა შეთანხმდეს. მე არ მგონია ძაბვის ვარდნის გამო მომხდარიყო ყველაფერი", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ცერიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×