რეზონანსი
17.10.2018

 თბილისის მერის დავალებით კომპანია “თბილსერვის ჯგუფმა” დედაქალაქის რამდენიმე წერტილში, უკანონოდ გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა და მორეცხა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიაა, მასში მონაწილე პირებმა ქალაქის იერსახე არ უნდა დაამახინჯონ და კანონით დადგენილ ადგილებში მოხდეს სარეკლამო პლაკატების გაკვრა.

“მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ  ქალაქი ხომ გვიყვარს, ხომ შეგვტკივა გული? ხომ არ უნდა გამოვიდეთ მარტო ჩვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან. გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, რომ განათავსონ საარჩევნო პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ამახინჯებენ ამ რაღაც სულელური პლაკატებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×