რეზონანსი
17.10.2018

 როგორც ჟურნალისტი და მომღერალი ლიზა მაღრაძე იხსენებს, ბაბუის - ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა. ბადრი მუდმივად ცდილობდა თავისუფალი დრო ლიზასთან გაეტარებინა და მას ყველა ოცნებას უსრულებდა. 

"იმდენად პატარაც არ ვყოფილვარ, რომ ვერ გამეცნობიერებინა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. ამ ასაკში უკეთ ვაცნობიერებ, რამხელა და რა მაგარი ადამიანი დავკარგეთ. მაშინ აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. 

მაშინ ასეთ ტკივილს პირველად შევეჯახე. ათი წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. პირველად რომ გავიგე, აღარ იყო, იმ მომენტიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თითქოს თავდაცვის მექანიზმი ჩამერთო და ეს პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე. 

მისგან ძალიან ბევრი ლამაზი მოგონება დამრჩა. მახსოვს კადრი, ბადრი სახლში შემოდის და მოაქვს ორი დიდი ჩემოდანი. ხსნის და ორივე ჩემი საჩუქრებითაა სავსე. სულ ასე იქცეოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის დრო ყოველთვის ჰქონდა. ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარებოდა" - იხსენებს ლიზა "რეიტინგის" ინტერვიუში.

ლიზა ახლა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, ის თემურ ჩხეიძის ჯგუფში სწავლობს და მომავალი მსახიობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×