რეზონანსი
17.10.2018

 პოლიტოტლოგი გუა ხუხაშვილი მთავარი პროკურატურის მიერ, ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს და ამ პერიოდში, ბიზნესმენთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს:

"2007 წლის 3 ნოემბერს დილით ბადრიმ დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი ოქროყანაში. ძალიან გადაღლილი და თითქოს დაბერებული იყო 2 ნოემბერს მიღებული ემოციების შემდეგ. მითხრა, რომ ძალიან დაიღალა და უნდა წავიდეს. წავიდა და მას შემდეგ ის თბილისში აღარ ჩამოსულა. 

გეგმავდა თუ არა მაშინდელი ხელისუფლება ბადრის ნეიტრალიზაციას? სავარაუდოდ გეგმავდა.

განახორციელეს? სავარაუდოდ არა, რადგან ის საქართველოში აღარ ჩამოსულა. მისი ნეიტრალიზაციის დამგეგმავები დღეს მარტო ციხეში კი არა, ხელისუფლების ყველა შტოში, მათ შორის პარლამენტშიც სხედან ქართული ოცნების მანდატებით. ბადრი აღარ არის. ფარისევლები კი დღემდე ცეკვავენ მის საფლავზე", - წერს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×