რეზონანსი
17.10.2018

 ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში მათ მიერ დაგეგმილი აქცია გადაიდო. მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში იქნება. 

"წინასაარჩევნო პერიოდში  გეგმები იცვლება იმის მიხედვით, სად უფრო მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის კანდიდატის ყოფნა. ამ პერიოდში, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთ საქართველოში ჩასულიყო. ამიტომ, 19, 20 და 21 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე მთლიანად დასავლეთ საქართველოში იმყოფება – სამეგრელოში, იმერეთში და აჭარაში მართავს ძალიან დიდ შეხვედრებს. ამ შეხვედრების გამო გადაიდო ის აქცია, რომელიც იგეგმებოდა", – განაცხადა უდუმაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×