რეზონანსი
17.10.2018

 ევროპულმა კომპანია NanoFlowcell დაამზადა მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი, რომელიც  მარილიანი წყლის ბაზაზე შექმნილ საწვავზე მუშაობს. ამჟამად დამზადებულია პირველი, საცდელი ნიმუში, თუმცა ქარხნულ წარმოებამდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი.

ამ ეტაპზე მანქანა, სახელად Quant e-Sportlimousine უკვე მიიღო გერმანიაში ზოგადი დანიშნულების გზებზე გადაადგილების უფლება, თავად კომპანია  კი გამოგონების მასშტაბური ცდებისთვის ემზადება.

რევოლუციური ავტომობილის  სიჩქარე აღწევს ს 100 კმ/სთ-ს 2,8 წამში, ხოლო ერთი საწვავი ელემენტი  600 კილომეტრზე ჰყოფნის.

ტერმინი „მარილიანი წყალი“ არ გულისხმობს ჩვეულებრივ მარილიან წყალს, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ ზღვაში. სპეციალურ რეაქტორში მზადდება სხვადასხვა ლითონის მარილების ხსნარი, რომელიც გამოიყენება როგორც ელექტროლიტი.

ამ საწვავ ელემენტებში ხდება რთული ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგადაც გამომუშავდება ელექტროობა. თავის მხრივ ის აკუმულირდება სპეციალურ კონდენსატორებში, საიდანაც მიეწოდება ოთხ ელექტროძრავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×