რეზონანსი
17.10.2018

 (რეზონანსი) ფაშისტური მოძრაობის, "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრს, გიორგი ჭელიძეს სასამართლოში 16 ადვოკატი იცავს.

"ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს, რომ ამდენი ადვოკატი იცავდეს ვინმეს. თუ საჭირო იქნება, დავრეკავ ასოციაციაში, პროფკავშირებში და კიდევ ბევრ ადვოკატს მოვიყვანთ. ეს იმიტომ, რომ გიორგი ჭელიძის დაკავებით საქართველოს ეროვნულობა საფრთხეშია. ამდენი ადვოკატი სააკაშვილის დასცავად არ მოვა"- აცხადებს ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჭელიძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×