რეზონანსი
17.10.2018

 (რეზონანსი)სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა.

ამ ნაბიჯით ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს. პრემიერის საკუთარ კანდიდატს სავარაუდოდ არ წარმოადგენენ პარტიები „აყვავებული სომხეთი" და „დაშნაკცუთიუნი". მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი კანდიდატის წარდგენას გეგმავს „რესპუბლიკური პარტია" პარლამენტში მათი 50 მანდატი პრემიერის ასარჩევად საკმარისი არ იქნება, შესაბამისად, ორი ჩავარდნის შემდეგ, კონსტიტუციით ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. სავარაუდო თარიღად კი 9-10 დეკემბერი სახელდება.

სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა მთავრობის დათხოვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×