რეზონანსი
17.10.2018

 (რეზონანსი) რუსთავში 47 წლამდე მამაკაცი სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. ის მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა.

დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს ფეხის ღია მოტეხილობა აღენიშნება და დიდი რაოდენობის სისხლი აქვს დაკარგული. როგორც საავადმყოფოს მთავარი ანესთეზიოლოგი პაატა პაატიშვილი აცხადებს, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×