რეზონანსი
17.10.2018

 თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გონსმოუსვლელად, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

10 სექტემბერს, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×