რეზონანსი
17.10.2018

 სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ხმაური კასპში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე დასწრება ითხოვეს. მათ ამის უფლება საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა და ხმაური მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ოპოზიცია ევროპული სტილის წინასაარჩევნო გარემოს ჩაშლასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

„არც ერთ პარტიას არ მივცემთ იმის უფლებას რომ ასეთი პროვოკაციების ფონზე, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი, სცადონ მათ  ამ წინასაარჩევნო გარემოს გადაყვანა", - განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×