თბილისში „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ ფორუმი დაანონსდა. მისი გახსნა 19 ოქტომბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სასტუმრო "ძველ თბილისში" იგეგმება. ფორუმის მონაწილედ უკვე 90 პირია რეგისტრირებული.
"ევრაზიული ეკონომიკური კავშირი" ევრაზიული კავშირის დანამატი ორგანიზაციაა. ევრაზიული კავშირი რუსეთის დომინანტობით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის საპირწონედ მოიაზრება და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნებია გაერთიანებული. საქართველო არც ევრაზიული კავშირის, არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის.
ფორუმის ჩაშლაზე და მისი ჩატარების წინააღმდეგ გამოსვლაზე უკვე მსჯელობენ სამოქალაქო აქტივისტები:
"ამხელა ფორუმის ჩატარება ნიშნავს, რომ ჩვენ გვიმიზნებენ - ან ხელისუფლების ფარული თანხმობით, ან მის გარეშე. ვფიქრობ, ეს ფორუმიც დასაფრენია, ისევე როგორც სამოქალაქო აქტივობამ ჩაშალა ერთი მედიაფორუმი და დაიფრინა გორჩაკოვის ფორუმი", - წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.