რეზონანსი
17.10.2018

 დილიდან ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სოფელ ბეჩოში გადაკეტილია. ბეჩოს მოსახლეობა შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, 6 წელია მხოლოდ დაპირებები ესმით. ადგილობრივი მცხოვრებლები ამ აქციის პოლიტიკურ სარჩულის არსებობას უარყოფენ და ამბობენ, რომ სოფელში გადაადგილება ჭირს.

აქციის გამო გაჩერებულია ავტობუსები, მიკროავტობუსები, მსუბუქი ავტომანქანები. ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×