"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილაა. მან მაგალითისთვის გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო.
მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მას გარკვეულ მოვლენასთან დაკავშირებით მთავრობის კონკრეტული პირის არასწორ ქმედებაზე ივანიშვილთან ჰქონდა საუბარი. მაშინდელ პრემიერს მისი ტონი არ მოეწონა და დაემუქრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რომ ქუჩაში არაფერი მოსვლოდა.
„დამირეკა და მითხრა, ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო“, - განაცხადა დუმბაძემ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მას დაეძაბა ურთიერთობა ივანიშვილთან, მას ხშირად უთვალთვალებდა სუს-ი. მურმან დუმბაძის თქმით, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ის დეპუტატი იყო. ამ სტილის მმართველობა ქვეყანაში არ დასრულებულა.