რეზონანსი
16.10.2018

 ტელეკომპანია "იბერიამ" მაუწყებლობა შეწყვიტა. არხი ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა. შეჩერებულია ყველა საინფორმაციო და საავტორო გადაცემა, მათ შორის ყველა თოქშოუ. ტელეკომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია. "ომეგა ჯგუფზე" განხორციელებული ფინანსური ზეწოლის გამო, ტვ "იბერიას" არსებობის წყარო აღარ გააჩნია.

„იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც აგერ 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის და რასაც აგვისტოდან ხმამაღლა საუბრობდა "იბერიაც" და "ომეგა ჯგუფიც". ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროა ეს, არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასდროს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×