რეზონანსი
16.10.2018

 პარლამენტის კომიტეტებში განიხილება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, სესხის ლარში გაცემის 100 000-ლარიანი ზღვარი 200 000 ლარამდე იზრდება და გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. 

კანონპროექტის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 200 ათას ლარამდე (100 ათასი ლარის ნაცვლად) ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ასევე, თუ ლიზინგის დაფინანსების თანხა 200 ათას ლარზე ნაკლებია (საქონლის წმინდა ღირებულება) ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. მოქმედი რედაქციით იყო 100 ათასი ლარი და ეს ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე. წარმოდგენილი კანონპროექტით, აღნიშნული ვრცელდება ასევე იურიდიულ პირებზე.

პროექტის მიხედვით, 200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტის გაცემა მოხდება მხოლოდ ლარში და მისი უცხოურ ვალუტაზე მიბმა ან ინდექსირება იკრძალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×