რეზონანსი
16.10.2018

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მიმდინარე დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურებას მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. 

„ეკონომიკური პოლიტიკის გამო ნამდვილად არ ხდება ლარის გაუფასურება. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს, არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაიმე განსხვავებული მოლოდინი უნდა გვქონდეს, ანუ რაიმე გაუფასურების რისკები არსებობდეს. ამის პროგნოზის გაკეთება ნამდვილად რთულია, ვინაიდან ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის იმ პირობებში, რა პირობებშიც დაახლოებით ორი თვის წინ იყო. ამიტომ არაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი აუცილებლად, ან მნიშვნელოვნად გაუფასურდება“, – განაცხადა კაკაურიძემ. 

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.69 ლარი ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×