რეზონანსი
16.10.2018

 სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან  ქვეყნის საზოგადოებრივ არხზე პირდაპირ ეთერში განაცხადა. ეს გადაწყვეტილება პაშინიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც საპარლამენტო ძალებისგან მიიღო პირობა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე თავის კანდიდატს არ წარადგენდნენ.

„მე თანამდებობიდან მივდივარ. ყველას წარმატებას ვუსურვებ არჩევნებში. ჩვენ სამართლიანი არჩევნების გარანტიას ვიძლევით“, - განაცხადა ფაშინიანმა. იქვე მან განმარტა, რომ ეს გადადგომა ფორმალურია. 

სომხეთის კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ახალი მეთაური პარლამენტმა 14 დღეში უნდა აირჩიოს. თუ ეს ორჯერ ვერ მოხერხდება, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება. თუ პარტიები დანაპირებს შეასრულებენ და სომხეთის ახალი პრემიერ მინისტრი 2 კვირის განმავლობაში, ორჯერ ვერ იქნება არჩეული, მაშინ ქვეყანაში კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ფაშინიანი პარლამენტის დათხოვნას ემხრობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×