რეზონანსი
16.10.2018

 სახალხო დამცველმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის დაადასტურა, რომ მირზა სუბელიანი ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში უკვე ჩართო. ნინო ლომჯარიას თქმით, როგორც მას პენიტენციურ დაწესებულებაში განუმარტეს, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომ მომავალში სუიციდის მცდელობა თავიდან იყოს აცილებული. ლომჯარიას თქმით, სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.

„დავუსვი მას კითხვები, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმის შესახებ, რომ ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×