რეზონანსი
16.10.2018

 (რეზონანსი) საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში მოქალაქე კახა ყურაშვილმა წარადგინა. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში ღამის საათებში მოტოციკლის ან ავტომობილის ძრავის მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვა, რაც ისეთ ხმაურს იწვევს, რომელიც არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს და იწვევს მათ შეწუხებას, გამოიწვევს პირის 100 ლარით დაჯარიმებას. ხოლო აღნიშნული დარღვევის ისეთი სატრანსპორტო საშუალებით ჩადენა, რომელსაც მაყუჩი აქვს მოხსნილი, ფიზიკური პირის - 150 ლარით; ხოლო იურიდიული პირის - 250 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ინფორმაციას bpn-ი ავრცელებს.

კანონპროექტის ავტორი სანქციის დაწესებას მოტოციკლით ან სპორტული ავტომობილით სავალ ნაწილზე შეჯიბრის გამართვის შემთხვევაშიც ითხოვს. კერძოდ, ქალაქში ან დასახლებულ პუნქტში გადაადგილება, რომელიც არღვევს მოსახლეობის სიმშვიდეს, დაისჯება 300-ლარიანი ჯარიმით.

ღამის საათებში მოიაზრება დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×