რეზონანსი
16.10.2018

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველომ თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს მსოფლიოში.

„ჩვენ, ადგილი უნდა დავიმკვიდროთ მსოფლიოში. ეს არის პრეზიდენტის როლი, რომელიც მის წარმომადგენლობით ფუნქციას ეხება, მათ შორის სხვადასხვა მოლაპარაკებებში ჩართვა. გარკვეული ნაწილი არის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, სადაც არ შეიძლება პრეზიდენტი ჩაერიოს და მასთან კონკურენციაში იყოს. თუმცა, სხვა ძალიან ბევრი სახის გზა არსებობს, არაფორმალური მოლაპარაკებები კონტაქტების გამოყენება, კერძო სექტორთან ურთიერთობა და ა. შ. ეს ყველაფერი არის ძალიან საჭირო ამ ქვეყნისთვის. 

ჩვენი პოტენციალის ძალიან მცირე ნაწილი გვაქვს გამოყენებული და მე თქვენთან ერთად შემიძლია გამოვიყენო დარჩენილი პოტენციალი. ზოგადად ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, სწორედ ამას ჰქვია ქვეყნის იდეოლოგია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთად ვაშენებთ 21-ე საუკუნის საქართველოს. ის ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, ეკუთვნის წარსულს. ჩვენი ერთადერთი გზა არის, რომ სხვადასხვა მოსაზრებებით და შეხედულებებით, მაგრამ ერთად ავაშენოთ მომავალი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×