რეზონანსი
16.10.2018

 (რეზონანსი) მირზა სუბელიანს გუშინ სუიციდის მცდელობა ჰქონდა, - ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისადვოკატმა ეკა ხუციშვილმა გლდანის # მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.მისი განმარტებით, სუბელიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდანგამომდინარე, მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა.

"მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გამოკითხვა ვერმოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, მას ამაზე არც ჩვენთან უსაუბრია, ვინაიდან შეუძლებელი იყო მისიფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. ის არის ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. არც იმ ფაქტს არდაგიმალავთ, რომ მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. აქედან გამომდინარე, მასთან ფიზიკურად გამოკითხვავერ ჩატარდა. ეს ოთხი თვეა სამარტოო საკანშია. ამასთან, ამ ყველაფერმა იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურმდგომარეობაშია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის დროსაც ასეთ მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს ჩემი აზრია," -განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×