რეზონანსი
16.10.2018

 (რეზონანსი) „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მხარდამჭერი ნინელი ჭანკვეტაძე სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს.

თავი დამანებეთ და მომცილდით ძალიან გთხოვთ. ნუ შემაწუხეთ. ძალიან გთხოვთ მომცილდით, არ გესმით რასაც გეუბნებით? კითხვები მაქვს და ვსვამ ამ კითხვებს თქვენს გარეშე,"-აცხადებს ნინელი ჭანკვეტაძე.

 "რუსთავი 2"-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×