რეზონანსი
16.10.2018

 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სააგენტო "ლივინგსტონის" კრეატიული დირექტორი გიორგი ავალიანი ქართული ერონვული სამოსით, ჩოხით წარსდგა, რომელიც ვარდისფერი იყო. ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დუშეთში ამომრჩეველთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ის გააკრიტიკა:

"ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა იმ ფასეულობას, რომლის წყურვილი შეიძლება დღეს მსოფლიოში იყოს.

შეგვიძლია, მსოფლიოს ჩვენი კულტურა ვაჩვენოთ და ეს შარშან მოხდა, როდესაც იუნესკო-მ ჩვენი ანბანი აღიარა მსოფლიოს უძველეს ნიმუშად და შეიტანა მსოფლიო უძველეს მემკვიდრეობის სიაში. მე ასეთი წინადადება მაქვს, რომ მეგრული ოდა წარვადგინოთ, ასევე ვფიქრობდი ქართული ჩოხა, როგორც სამოსი.

მე, მაგალითად, არ ვთვლი, რომ ქართული ჩოხა ევროპაში უნდა გაგვეტანა ვარდისფერ ვარიანტში. არა მგონია, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის ჩოხის ჩვენების ფორმა იყოს", – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×