რეზონანსი
16.10.2018

 (რეზონანსი) საქართვლოს 13 მოქალაქე იტალიაში არ შეუშვეს და ისინი უკვე მეორე დღეა ფიუმიჩინოს აეროპორტში არიან დაკავებულნი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ და მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

საქართველოს მოქალაქეები დახმარებას საკონსულოსგან ითხოვენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საქართველოს საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა იტალიის პოლიციის სასაზღვრო სამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ საქართველოს ათ მოქალაქეს არ გააჩნდა საზღვრის კვეთისთვის სავალდებულო რეკვიზიტები, შესაბამისად ისინი განათავსეს სადეპორტაციო სივრცეში, სადაც უზრუნველყოფილია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×