რეზონანსი
16.10.2018

 ნანი ბრეგ­ვა­ძის შვი­ლის­შვი­ლი ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძე ერთი წლის წინ გა­თხოვ­და, მაგ­რამ და­ო­ჯა­ხე­ბის შესახებ არავინ იცოდა. ნა­ტა­ლი­ას ქმა­რი აჩი­კო ჯა­ფა­რი­ძეა. ისინი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც ხში­რად ჩა­დიან სტურ­მად ნანი ბრეგ­ვა­ძე და ეკა მა­მა­ლა­ძე.

 "როგორც კარიერაში, ისე პირადშიც ძალიან გამიმართლა. ძალიან ბედნიერი ვარ. ქმარი ყველაფერში ხელს მიწყობს და ცდილობს, სტიმული უფრო მომიმატოს, რომ მეტი ვიშრომო და მიზნის მისაღწევად ვიყო ორიენტირებული.

მაქსიმალურად ცდილობს, გვერდით მედგეს, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. ის მთავარი მასტიმულირებელი ძალაა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ბევრს ვწავლობ.

 მიმაჩნია, რომ დიდი შრომა და გაძლება მჭირდება. ერთი წელია, რაც გათხოვილი ვარ და ფაქტობრივად, ჩემი ქმარი სულ გზაშია" - ამბობს "რეიტინგთან" ნატალია ქუთათელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×