რეზონანსი
16.10.2018

 მარნეულში 30 წლამდე კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ე. წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგებზე იჯდა და მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალის მიუხედავად, ტერიტორია არ დატოვა. მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×