რეზონანსი
16.10.2018

 გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. დეპუტატი სექტემბერში აცხადებდა, რომ მას სალომე ზურაბიშვილი კამპანიის დასაფინანსებლად სახსრები არ ჰქონდა.

"მე მის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – უპასუხა 10 სექტემბერს იოსებ მაკრახიძემ რადიო "მოზაიკის" კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

ახლა კი მაკრახიძემ თანხა გამოძებნა: "დანაზოგი მაგდენი არ მქონდა, ამიტომ ჩემს გოგოს და მეგობრებს გამოვართვი, შევასრულე 50 000 ლარი და ისე გადავურიცხე ქალბატონ სალომეს", - განუცხადა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ "მოზაიკას" სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული თანხის შესახებ კითხვის პასუხად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×