რეზონანსი
16.10.2018

 მსახიობი ქეთევან კიკნაძე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს მიმართავს. მათი დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა.

“ჩამრეცხავი ჩაირეცხება, მდევნელი განიდევნება. უმადურობა დიდი უბედურებაა, სიცოცხლეს რობ გაჩუქებს ადამიანი, რა თქმა უნდა, მადლობა აქ ცოტაა, არც კი იცი რა მოიმოქმედო. მას ადამიანობა უნდა დაანახო.

ადამიანი ცხოვრების ბოლომდე რომ დაგაფინანსებს, გიმკურნალებს და შენს ძმას ფეხს შეუნარჩუნებს, შემდეგ მის წინააღმდეგ იბრძვი, რა ჰქვია ნეტა ამას, სახელი თვითონ დაარქვი.

მინისტრობა არ გიბოძეს და ამხედრდი? შენს რაშს ამოსდე ლაგამი. ყველაფერი გაწირე? ხალხი მშიერიაო, შენ გაქვს კაფეები რესტორნები, სასტუმროები, ერთი დღე გაუღე კარები და დააპურე, მხოლოდ ერთი დღე.

მარიკა და გიგა ცოცხლები რომ იყვნენ, ხმას მისცემდნენ მაინც იმას, ვინც ქვეყანას გამოადგება. აი, ეს არის, სახელმწიფოებრივი აზროვნება", – წერს ქეთევან კიკნაძე თაკო ჩარკვიანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×