იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან ორი გამოსავალია, “ოცნების” ლიდერებმა პარტიაშია ან “მძიმე გასხვლა” უნდა ჩაატაროს, ან უნდა წავიდეს ვადამდელი არჩევნების გზით.
“ხელისუფლება არის არაერთი პირის მძევალი. გზადაგზა ძალაუფლების განხორციელების ეტაპზე ჩადენილი იყო შეცდომები, დანაშაული, ბოროტმოქმედება… ეს სხვათა შორის ზუსტად სააკაშვილის შეცდომა იყო. ჩვენ როდესაც დავიწყეთ გირგვლიანის საქმე, ეგრევე უნდა დაესაჯა ახალაია, სანოძე და ის ბანდა, რომელიც მაშინ იყო გარეული. გირგვლიანის საქმეს ის ეფექტი არ ექნებოდა, რა ეფექტიც მაშინ ჰქონდა.
ახლა გამოსავალი არის ორი. ბატონ ივანიშვილს უყვარს ბოტანიკა, მეც მიყვარს ბოტანიკა და ბოტანიკაში არის ასეთი ტერმინი - იმისათვის რომ გადარჩეს ნერგი, თუ ის სუსტია, უნდა ჩაატარო ე.წ. მძიმე გასხვლა, ზამთრის შემდეგ დაგიბრუნდება აყვავებული და ათჯერ უფრო ძლიერი. “ქართული ოცნების” მმართველობის ლიდერობა ან მძიმე გასხვლას ჩაატარებს, ან ვადამდელი არჩევნები იქნება. ეს შეიძლება იყოს ამ პროცესის გაახალგაზრდავების და გაჯანსაღები მიზეზი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.