რეზონანსი
15.10.2018

 პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას. ემიგრანტების დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია.

"მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული ვიღაცეებისთვის, ყველასთვის არა. ძალიან ბევრია წასული ჩემსავით, თუნდაც აქედან ყაზბეგიდან და სხვადასხვა ქვეყნებში არიან დღეს გადასულნი საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სტუდენტებად და ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდ წილად დამოკიდებული არის იმაზე თუ იმათ როგორ დავუბრუნდებით.

როდის დავაბრუნებთ,როგორ დავაბრუნებთ,რამდენად ღირსეულად დავაბრუნებთ და ამ კუთხით მე ერთგვარი სიმბოლო ვარ ამ დაბრუნების რომ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბრუნება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×