პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა იმ სტუდენტებზე ისაუბრა, რომელთა საზღვარგარეთ სწავლასაც ბიუჯეტი აფინანსებს და აღნიშნა, რომ ამ სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება უნდა მოხდეს.
"ჩვენგან, მიდის ძალიან ბევრი სტუდენტი. ზოგიერთი კანდიდატი ამბობს რომ მე გავუშვებო, მაგრამ ამ ფონდით ვერავის ისე რაოდენობრივად ვერ გაუშვებს, მაგრამ დღეს უკვე ხელისუფლება უშვებს ძალიან ბევრ სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ სხვადსხვა ქვეყნებში. პრობლემა ის კი არაა, რომ ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან, ის კი არა, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები არა გვყავს, ის კი არა, რომ იქაც არ ასახელებენ საქართველოს და ბოლომდე არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, ის კი არა, რომ არ ბრუნდებიან როგორც უწერიათ თავიანთ ხელშეკრულებაში რაც, წასვლისას რაზედაც აწერენ ხელს. პრობლემა ის არის, რომ როცა ბრუნდებიან, სახელმწიფო ვერ ხვდება როგორც უნდა დახვდეს და ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ეუბნება რომ "ბოდიში მაგრამ თქვენთვის ადგილი არა გვაქვს" და ისინი ისევ მიდიან.
მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება. ვნახოთ, როგორ შეიძლება, რომ ისინი მოვახმაროთ ქვეყანას, რომელმაც მათთვის დახარჯა თავისი ბიუჯეტის თანხები. ეს არის სწორი მიდგომა და ეს ქვეყანა ამით უნდა გაძლიერდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.