რეზონანსი
15.10.2018

 აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ და ერთ-ერთმა რუსულმა კრიპტოინდუსტრიულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზური ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ.

ეს იდეა უკვე დიდი ხანია მუსირებს აფხაზეთში. პირველად აფხაზური კრიპტოვალუტის "აბკოინის" გამოშვების იდეა 2017 წელს გახმოვანდა. მაშინვე მოსკოვში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა სპეციალური კონფერენცია, რომლის დროსაც რამდენიმე რუსულმა კომპანიამ ამ პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოთქვა.

სოხუმში იმედოვნებენ, რომ კრიპტოვალუტა დაეხმარება ეკონომიკის გაჯანსაღებაში და რუსულ ფინანსურ სისტემაზე მწვავე დამოკიდებულების დაძლევაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×