რეზონანსი
15.10.2018

 ეროვნული ბანკის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, ვახტანგ ბურკიაშვილს "ქართული ოცნებისთვის" 50 000 ლარი აქვს შეწირული. სებ-ის აღმასრულებმა დირექტომა აღნიშნული თანხა ქართულ ოცნებას, მაშინ შესწირა, როცა ის შპს "ტიფლის დეველოპმენტ კონსორციუმის" დირექტორი და შპს "საკი-პეტროლიუმისა" და შპს და "აიიუეს გრუპის" პარტნიორი იყო. ეს აღნიშნული ინფორმაცია, "ბიემს" თვითონ ბურკიაშვილმაც დაუდასტურა. 

ბურკიაშვილი ოფიციალურად საკუთარი მოვალეობის შესრულებას 17 ოქტომბერს შეუდგება. 

ვიდრე ვახტანგ ბურკიაშვილს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსის გზით შეარჩევდნენ, ის საზოგადოება "2030"-ის წევრი და გადაცემა "2030"-ის კონსულტანტი იყო ეკონომიკურ საკითხებში. გარდა ამისა, ვახტანგ ბურკიაშვილის სამუშაო ადგილებს შორის შემდეგი ორგანიზაციები ფიქსირდება: თანაინვესტირების ფონდი (2015-17 წლები); საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (2010-11) და საქართველოს ბანკი (2009-10). 

ახალ თანამდებობაზე ვახტანგ ბურკიაშვილი გიორგი მელაშვილს შეცვლის, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოს ბანკში გადავიდა. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ბურკიაშვილი ღია კონკურსის წესით შეარჩიეს, თუმცა  ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×