რეზონანსი
15.10.2018

 (რეზონანსი) მკვლელებო, მონებო, სარდაფის ხელისუფლება - ამ შეძახილებით "ქართული ოცნების" გორის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს.

"ქართული ოცნება" სარდაფში, ჩვენი მომავალი საფრთხეშია, მოძალადე ხელისუფლება ციხეში - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით გორში, წერეთლის ქუჩაზე ახალგაზრდები არიან შეკრებილები. საყვირის ფონზე აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებიან საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" ვასილისა ჯაბახიძე და ბექა ქორჩილავა. მათი თქმით ქვეყანაში აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ცნობილი ხდება, რომ აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც შეუერთდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×