რეზონანსი
15.10.2018

 (რეზონანსი) ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქიმიური იარაღის შექმნასა და გამოყენებაზე სანქციების დაწესების ახალ რეჟიმს დაუჭირეს მხარი.

ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სანქციები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავრცელდება, რომლებსაც ბრალი ქიმიური იარაღის შექმნასა და გამოყენებაში მიუძღვით.

„საბჭომ სანქციების შემოღების ახალი რეჟიმი მიიღო, რათა უფრო ეფექტურად ებრძოლოს ქიმიური იარაღის გამოყენებისა და გავრცელების პრობლემას", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

აღნიშნულ მექანიზმზე მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო, მას შემდეგ რაც ჰააგაში სკრიპალების საქმისა და სირიაში სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დიდი ბრიტანეთის ინიციატივით მოწვეული ქიმიური იარაღის კონტროლის ორგანიზაციის საგანგებო სესია დასრულდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×