რეზონანსი
15.10.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე 2019 წელს პენსიონერებისთვის იმაზე მეტი თანხის გათვალისწინებას ითხოვს, ვიდრე ეს ბიუჯეტშია მოცემული.  როგორც არველაძემ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, პენსიონერებს ჯანმრთელობის პრობლემების დასაფარად პენსიის 20 ლარით ზრდა, საკმარისი არ არის. 

„უნდა ვიფიქროთ იმ ხალხზე, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდება. ყველა პენსიონერს სჭირდება ეს. პრაქტიკულად ყველა ავად არის“, – განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ მას 50 ლარით სურდა პენსიის ზრდა, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანალიზის მიხედვით, პენსიის ამ თანხით ზრდა ვერ მოხერხდება. ამიტომ საჭიროა, მთავრობამ მომავალ წელს საპენსიო ბიუჯეტში ის თანხა გაითვალისწინოს, რაც პენსიის 20 ლარზე მეტად ზრდას უზრუნველყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×