რეზონანსი
15.10.2018

 (რეზონანსი) მიმდინარე წლის მაისი-ივნისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაშა ცუცქირიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველია.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ცუცქირიძემ 10 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიას 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ცუცქირიძე საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე ნათქვამი „კაა"-თი დაამახსოვრდა.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 10-11 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობას" მთლიანობაში 32 289 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული, მათ შორის 5-5 ათასი ლარი ბექა ბასილაიასგან, გიორგი პატარაიასგან და მაია მუმლაძისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×