რეზონანსი
15.10.2018

 (რეზონანსი) ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა. რას იზამდა დღეს, ხომ არ იტირებდა? მე იმის მოლოდინი არ მქონდა, რომ ბოდიშს მოიხდიდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ ბიუროს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

"ეს კაცი რომ ნამდვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყოს და ნამდვილი დეპუტატები ჰყავდეს "ქართულ ოცნებას", მოიწვევდნენ საგანგებო სხდომას და დააყენებდნენ მთავრობის ნდობის საკითხს. ეს კაცი არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა ერთი და იგივე ფრაზებით. საუბრობენ წინა ხელისუფლებაზე. წინა ხელისუფლების ყოფილი წევრები ჰყავთ გუნდში, ორი მათგანი აქაც ზის, ბიუროზე. რამე პრეტენზია თუ აქვთ, მათ მოკითხონ", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×